ეს წამლები ამ საკვებს არ მიაყოლოთ - რეცეპტში ამ ინფორმაციას ვერ წაიკითხავთ

მედიკამენტები

ზოგიერთი წამლის გარკვეულ საკვებთან ერთად მიღებამ, შესაძლოა, გაართულოს სიტუაცია როცა ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატის მიღებას ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ჩვეულ კვების რეჟიმს არ ვცვლით, არადა, ზოგიერთი წამლის გარკვეულ საკვებთან ერთად მიღებამ, შესაძლოა, ან გაართულოს სიტუაცია, ან საერთოდ გაანეიტრალოს წამლის მოქმდება.

მაგრამ თუკი, მკურნალობის დროს სწორადაც ვიკვებებით, პირიქით, წამლის ეფექტი ერთიორად გაიზრდება და მალე გამოვჯანმრთელდებით.

მაშ ასე, თუ იღებთ... 

ანტიბიოტიკებს: ბიომიცინს, ტეტრაციკლინს და მსგავს პრეპარატებს, გაითვალისწინეთ, რომ მენიუდან უნდა გამორიცხოთ რძე და რძის პროდუქტები, რადგან ისინი მთლიანად ანეიტრალებენ ანტიბიოტიკების მოქმედებას. კატეგორიულად დაუშვებელია ალკოჰოლი. მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი. დროებით უარი თქვით მჟავე ხილზე, გაზიანებზე, წვენებზე, მშრალ ღვინოზე და ნებისმიერ კერძზე, რომელსაც ძმარი აქვს დამატებული.

ჰორმონალურ პრეპარატებს. ისინი მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე, ამიტომაც გართულებების თავი

დან აცილების მიზნით უნდა მიიღოთ ხაჭო და სხვა რძის პროდუქტები, ასევე კურაგა, თევზი, ქიშმიში, კენკრა და გოგრა (ეს პროდუქტები ბევრ ცილას, კალიუმის მარილებსა და ვიტამინებს შეიცავს).