ქუთაისში, 32 წლის ლევან ხაჭაპურიძეს ეძებენ
1768152485
მამაკაცები, რომლებიც ურთიერთობებში რთულ პერიოდს გადიან, ხშირად ცდილობენ კონტროლისა და თვითდაჯერებულობის აღდგენას შოპინგის გზით, წერს Your Tango.
ექსპერტები ასახელებენ 11 ნივთს, რომელსაც ისინი ყველაზე ხშირად ყიდულობენ.
ფიტნესი და სპორტდარბაზი - აბონემენტები ან სპორტული ინვენტარი სტრესის შემცირებას და დისციპლინის შენარჩუნებას ეხმარებათ.ძვირად ღირებული გაჯეტები და ტექნიკა - ახალი ტექნოლოგიები მოკლევადიან სიამოვნებას იძლევა და ინტერესს აღვივებს.გარდერობისა და ფეხსაცმლის განახლება - ტანსაცმლის შეძენა თვითდაჯერებულობას ზრდის.ბილეთები ღონისძიებებზე - ფილმები, კონფერენციები ან სხვადასხვა ღონისძიებები რუტინის შეცვლაში ეხმარება. წიგნები და ონლაინკურსები - თვითგანვითარებასა და პიროვნულ ზრდაზეა ორიენტირებული.საყვარელი ხემსი — საკვები მარტივ სიხარულსა და ემოციურ განტვირთვას იძლევა.კომიქსები - საყვარელ ისტორიებთან დაბრუნება ამშვიდებს და ყურადღება გადააქვთ.თავის მოვლის საშუალებები - საკუთარ თავზე ზრუნვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამყარებს.საკვები დანამატები - ვიტამინები და პროტეინის ფხვნილები ჯანმრთელობაზე კონტროლის განცდას აძლიერებს.ავტომობილის განახლება და აქსესუარები საძინებლის ან პირადი სივრცის განახლება - კომფორტული გარემო დასვენებასა და ძალების აღდგენაში ეხმარება.ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, ასეთი შესყიდვები შეიძლება დროებით ამსუბუქებდეს სტრესს, ემოციური მდგომარეობის გრძელვადიანი გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული მხარდაჭერა და თერაპია.