1746474873
დიდხანს ჯდომა, შესაძლოა, კისრის ძლიერი ტკივილის მიზეზი იყოს - კვლევა

ახალი კვლევები აჩვენებს, რომ დიდხანს უძრავად ყოფნამ, კისრის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს, ამის გარდა, შეიძლება, ფილტვებისა და გულის პრობლემებიც შექმნას.
BMC Public Health-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, უმოძრაო ცხოვრების მხოლოდ ექვსი საათიც კი კისრის ტკივილის რისკის ზრდასთანაა დაკავშირებული.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 43,000-ზე მეტმა ადამიანმა. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კისრის ტკივილის რისკი განსაკუთრებით მაღალია ქალებში და იმ ადამიანებში, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ეკრანთან.
მკვლევრები მოუწოდებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივებისკენ, რომელიც ხელს შეუწყობს უძრავი ცხოვრების წესის შემცირებას და ფიზიკური აქტივობის გაზრდას.