9 ტყუილი ბავშვისთვის, რომელთა გამოყენებას ფსიქოლოგები ყოველდღიურად გვირჩევენ

ბავშვი და მშობლები

ბავშვთა ფსიქოლოგი, დოქტორი ელისონ მაკკლიმონტი დარწმუნებულია: არის რაღაცეები, რაზეც არათუ შეგიძლია, არამედ აუცილებლად უნდა იცრუო. მისი თქმით, ეს ისევ ბავშვის და მშობლის სასიკეთოდ იქნება.

აქ არის 9 ყველაზე გავრცელებული (მაგრამ ზოგიერთისთვის შესაძლოა, საკამათო) მომენტი, როდესაც ექსპერტი გვირჩევს, სიმართლის ნაცვლად „რაიმე სხვა“ მოვიფიქროთ.

1. „შენი ნახატი საოცრად ლამაზია“
 
მართლაც, ხომ არ ეტყვით თქვენს პატარას, რომ მისი ცხენი ჟირაფს ჰგავს ან მამამისი ნახატზე საერთოდ არ ჰგავს ადამიანს? მნიშვნელოვანია ძალისხმევის შექება და არა ფრთების ძირშივე შეჭრა. დიახ, ყველა ნახატი „შედევრი“ არ იქნება, მაგრამ თქვენი შექება შემოქმედებითობას უფრო მეტ სტიმულს მისცემს და ბავშვს გაუჩნდება ამ მიმართულებით განვითარების სურვილი.

„ხელოვნება პოზიტიური მცდელობაა და ყოველთვის უნდა წაახალისოთ, მიუხედავად იმისა, ჰგავს პიკასოს თუ არა. კრეატიულობის განვითარება ხელს უწყობს თავდაჯერებულობას, წარმოსახვას და თვითგამოხატვას“, - ამბობს ელისონი.

2. "მეც ვიძინებ“.
რუტინის სარგებელის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ძალიან ხშირად ბავშვს არ უნდა ადრე დაძინება, რადგან ჰგონია, რომ მისი წასვლის შემდეგ ოჯახი კიდევ დიდხანს იქნება ფეხზე და უიმისოდ „გაერთობა“. საერთოდაც, დედა და მამა თუ არ იძნებენ, მან რატომ უნდა დაიძინოს?

„ბავშვებისთვის რთულია იმის გაგება, თუ რატომ შეუძლიათ უფროსებს უფრო გვიან დაძინება. ისინი ვერ აღიქვამენ ინფორმაციას ბიოლოგიურ საათსა და სხეულის აღდგენის სიკეთეზე. ამიტომ, ჯობია, მოიტყუოთ. აჩვენეთ, რომ თქვენც აპირებთ დაძინებას. ბავშვს გული აღარ დაწყდება და წინააღმდეგობას აღარ გაგიწევთ“, - ამბობს ფსიქოლოგი.

3. "ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიან, აუცილებელია“
ეს, ძირითადად, ძნელი დასაჯერებელია. იშვიათად, რომ ჰუმანიტარს ცხოვრებაში გეომეტრია დასჭირდეს, ხოლო ბირთვულ ფიზიკოსს საშუალ-ვნებითი და საშუალ-მოქმედებითი გვარის ერთმანეთისგან გამიჯვნა.

მაგრამ, პირველ რიგში, იმისათვის, რომ ბავშვმა გაიგოს, რისი კეთება სურთ ცხოვრებაში, ყველა სფეროში ცოდნის მინიმალური საფუძველი მაინც უნდა მიიღოს. მეორეც, საგანმანათლებლო სისტემის რეალობა ისაა, რომ ქულებს საბოლოო ჯამში მნიშვნელობა აქვს. და მესამე, ფსიქოლოგის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარული და სიბეჯითე თავად სასწავლო პროცესის მიმართ.

4. „ Xbox-ის თამაში საღამოს 8 საათის შემდეგ აკრძალულია“შეიძლება გაიცინოთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მოტყუებაა თანამედროვე სამყაროში. გაჯეტების გამო ბავშვები სხვა საინტერესო აქტივობებით აღარ ინტერესდებიან, უარს ამბობენ ძილზეც. ასე რომ, ონლაინ თამაშებისთვის „კომენდანტის საათის“ გამოგონება აუცილებელია. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

რა ნივთები არ უნდა გადაყაროთ სახლიდან, რომ ამას უბედურება არ მოჰყვეს

გამოიცანი ცნობილი ადამიანები ბავშვობის სურათით - ქვიზი

გამოიცანი ნაწარმოები ერთი ფრაზით - ქვიზი