პირველი, რასაც სურათზე შენიშნავთ, თქვენს მომავალზე გიამბობთ

testi

გაიარეთ მარტივი ტესტი და მიიღეთ მინიშნებები საკუთარი ქვეცნობიერიდან მომავლის შესახებ. სურათის დიდხანს თვალიერება საჭირო არ არის. რასაც პირველივეს დაინახავთ, პასუხიც იმის მიხედვით წაიკითხეთ. 

სახე

თუ სურათზე პირველად სახე დაინახეთ, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ. გახსოვდეთ, რომ ყველა საკითხი მშვიდობიანად უნდა მოაგვაროთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. სკანდალების მოწყობა ვერაფერში დაგეხმარებათ, სამაგიეროდ ხელს ნამდვილად შეგიშლით და საკუთარ თავს მარცხისთვის გაწირავთ. თუ მავნე ჩვევებისგან გათავისულებას ცდილობთ, ახლა სწორედ ამის დროა.

ხელი

თუ სურათზე პირველად ხელი შენიშნეთ, ეს ფინანსურ საქმეებში წარმატებაზე მეტყველებს. სავარაუდოდ, ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობა შედეგს მოგიტანთ და საოცნებო ნივთის შეძენაში დაგეხმარებათ.

ხე

თუ სურათზე პირველად ხე დაინახეთ, იმის ნიშანია, რომ მალე სუფთა და გულწრფელ სიყვარულს იპოვით. თუ სიყვარული უკვე ნაპოვნი გაქვთ, მაშინ თქვენი ურთიერთობა ახალ, უფრო საიმედო და საინტერესო ფაზაში შვა.

ფარშევანგი

ფარშევანგის დანახვა იმაზე მეტყველებს, რომ უახლოეს ხანში კარიერული წინსვლა ან ახალი, მოგებიანი შეთავაზება გელით. არ იფიქროთ, რომ ეს ადვილი საქმე იქნება. ახალი სამუშაო რთული და სტრესული, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ეს გამოცდილება მომავალში კიდევ არაერთხელ დაგეხმარებათ.

ბოსტნეული და ხილი

სავარაუდოდ, ამჟამად რაღაც გაღელვებთ და გთრგუნავთ. ამის მიზეზი შეიძლება პირადი ცხოვრების ან სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები იყოს. ხილი და ბოსტნეული მიუთითებს, რომ თქვენი პრობლემების გადაწყვეტა ისეთი რთული არაა, როგორც ჩანს. სიტუაციიდან გამოსავალი თვალწინ გაქვთ, მაგრამ ყველაფერს თავად ართულებთ. ახლა საშუალება გექნებათ, რომ საკუთარ პრობლემებს სხვა კუთხით შეხედოთ.

უკანა ხედი, პეიზაჟი

თუ სურათის თვალიერებისას ყურადღება უკანა ფონზე გაამახვილეთ, ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები გჭირდებათ. თქვენ უკვე იმ დონეს მიაღწიეთ, როდესაც ცხოვრების ახალი ეტაპი უნდა დაიწყოთ. ცვლილებები ახლოსაა, უბრალოდ წინააღმდეგობა არ გაუწიოთ და თქვენს ცხოვრებაში შეუშვათ.

 

წყარო: funtime.ge