ზვიად შალამბერიძე: უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ვაკონტროლებთ, რომ სანქცირებულ კომპანიებთან არ იყოს საქართველოს აფილირებული. თუმცა ის ქვეყნები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ყველანი ვაჭრობენ რუსეთთან და ცდილობენ ხელი მოითბონ ამ ომიდან

ზვიად შალამბერიძე

 ჩვენ, დღიდან დაწყებისა უკრაინის ომის ვაკონტროლებთ იმას, რომ სანქცირებულ კომპანიებთან და ა.შ. არ იყოს საქართველოს აფილირებული. თუმცა ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ყველანი ვაჭრობენ და ცდილობენ, რომ რაღაც შემოსავალი მიიღონ და ხელი მოითბონ ამ ომიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ, ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებზე საუბრისას.

მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ისმის ყველაზე მწვავე კრიტიკა საქართველოს მისამართით და ეს იმ ფონზე, როდესაც თავად სანქციების გვერდის ავლით სარგებელს იღებენ რუსეთისგან.

„ყველაზე ხისტი განცხადებები თუ საიდანმე შეიძლება იყოს [საქართველოს მიმართ], ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ვხედავთ, რომ არა მხოლოდ ნავთობის მიმართულებით, მათ გაზარდეს რუსეთთან ვაჭრობა ალკოჰოლის მიმართულებით, მედიკამენტებიც სხვათა შორის გააათმაგეს და გააასმაგეს ის რაოდენობა, რასაც რუსეთ-უკრაინის ომამდე ისინი ყიდდნენ რუსეთში. ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ საქართველოს მიმართ. ჩვენ, დღიდან დაწყებისა უკრაინის ომის ვაკონტროლებთ იმას, რომ სანქცირებულ კომპანიებთან და ა.შ. არ იყოს საქართველოს აფილირებული. თუმცა ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ყველანი ვაჭრობენ და ცდილობენ, რომ რაღაც შემოსავალი მიიღონ და ხელი მოითბონ ამ ომიდან“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვან“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.