ვის ევალება ქონების გადასახადის შევსება - გამოთვალეთ რა თანხის გადახდა მოგიწევთ
1761728628
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, თეთრ სახლში 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტთან ინციდენტის შემდეგ, აშშ-ისა და უკრაინის ურთიერთობა უფრო პროდუქტიულია. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა Pod Force One-თან ინტერვიუში განაცხადა.
ვენსმა აღნიშნა, რომ ტრამპმა და ზელენსკიმ შელაპარაკების შემდეგ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყეს.
„ალბათ ყველაზე გახმაურებული რამ იყო, რაც კი ოდესმე გამიკეთებია ან შესაძლოა, ოდესმე გავაკეთო. იმ მომენტს თუ დავუბრუნდებით, გავბრაზდი, რადგან უხეშობა შევნიშნე. სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა, უთანხმოებებისა და საერთო ინტერესების გამოხატვა საკმაოდ პროდუქტიული იყო“, – განაცხადა ვენსმა.
მისი განცხადებით, აშშ ცდილობს პროდუქტიული ურთიერთობა ჰქონდეს როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან.
„ჩვენ გვსურს ამ კონფლიქტის დასრულება და ვფიქრობ, პრეზიდენტს აქვს ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა, ისევე როგორც მე ყველა ჩართულ მხარესთან“, – აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსის თქმით, ამ მომენტმა სხვა უცხოელ ლიდერებსაც აჩვენა, რომ ოვალურ კაბინეტში როდესაც მიდიხარ, უნდა ეცადო, პატივი სცე იმ სახლის წესებს, რომელშიც იმყოფები.
„თუ არ ეთანხმები, ამის გაკეთება უფრო პროდუქტიული გზით შეიძლება ან შეგიძლია, გააკეთო არაპროდუქტიული გზით“, – განაცხადა ვენსმა.