ზაზა თელია ასახელებს ზეთს, რომელიც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა
1761753431
ერთი წელი გავიდა, რაც არჩევნები ჩატარდა და რაც მიმდინარეობს იმაზე საუბარი, რომ თითქოს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.
მისვე თქმით, ხელისუფლება ოპოზიციისგან ფაქტებს ითხოვს, რომელიც დაამტკიცებს არჩევნების შედეგზე გავლენას.
„დღემდე არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც მათ მაშველ რგოლებს უცხოეთიდან არანაირი ფაქტი არ წარმოუდგენიათ იმის, რომ არჩევნები გაყალბდა. რა თქმა უნდა ყურადღება მისაქცევია თითოეული ადამიანის ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება შიმშილობა დაიწყოს და სხვადასხვა პროტესტი გამოხატოს, მაგრამ ეს ვერ იქნება იმ შედეგის მომტანი, რომ ფაქტების გარეშე „ქართულმა ოცნებამ“ აღიაროს, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა.
მოვუწოდებთ ჩვენს ოპოზიციას, მათ პარტნიორებს და ხელმძღვანელებსაც საზღვარგარეთ, რომ თუ რაიმე ფაქტი არსებობს იმისა, რომ იყო არჩევნების გაყალბების ფაქტები, რომელმაც იმოქმედა საბოლოო შედეგზე, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს ყველაფერი და გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.
ერთი წლის განმავლობაში, როდესაც ვერც ერთხელ წარმოადგინეს მსგავსი ფაქტები, ეს ვერ იქნება იმის განმსაზღვრელი, რომ ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. არჩევნები ჩატარდა, კონკურენტულ გარემოში, ეუთომაც აღიარა ეს ყველაფერი და ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის მიერ მიღებული მანდატები ვიღაცების ხუშტურებს გადავაყოლოთ. „ქართული ოცნება“ მყარად დგას იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა იქნება ჩვენი მომხრე“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.