ზურაბიშვილი პანიკაშია, იცის, 29 დეკემბრის შემდეგ თავს დაესხმება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილს, თავიანთ ბელადს აღარ ინდობენ და მას ვინ დაინდობს - მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილი პანიკაშია, სულ რაღაც 2-3 დღე აქვს დარჩენილი, ამის მერე მას თავს დაესხმება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, იცის, რომ არ დაინდობენ, თავიანთ ბელადს, სააკაშვილს აღარ ინდობენ და ზურაბიშვილს ვინ დაინდობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი შეიძლება „ქართული ოცნების“ დასაცავიც კი გახდეს იმ რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“, რომელიც დღესაც ჩურჩუტს უწოდებს.

„ზურაბიშვილს, რომ შესძლებოდა პარლამენტის დათხოვნა, აქამდე ცხრაჯერ დაითხოვდა. ძალიან კარგად იცის, ეუბნებიან, რომ ეს კონსტიტუციურად არის შეუძლებელი. გარკვეული პანიკაა, მათ შორის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და პანიკა აქვს თავად ზურაბიშვილსაც, იცის, სულ რაღაც 2-3 დღე აქვს დარჩენილი. ამის შემდეგ, თავს დაესხმება მას ასევე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუ ჰგონია, რომ შეიწყალებენ, აგერ ვხედავთ, რომ სააკაშვილს აღარ ინდობენ უკვე, თავიანთ ბელადს, ვის იდეოლოგიაზეც,ზოგადად, წამოიწია ეს ხალხი საერთოდ, ის აღარავის ახსოვს. ჟურნალისტებს ეუბნებიან, აღარ გვიხსენო სააკაშვილიო და ზურაბიშვილს ვინ დაინდობს?! ეს იცის ზურაბიშვილმა და ამიტომ არის აგონიაში და რას აკეთებს და ამბობს, თვითონაც არ იცის. 29 დეკემბრიდანვე ვნახავთ, რა დღეში. შეიძლება, აქეთ ჩვენი დასაცავი გახდეს იმ რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“, რომელიც დღესაც კი ჩურჩუტს უწოდებს, მაგრამ ეს სახელი ჩურჩუტი იქნება მონაგონი იმასთან შედარებით, რა დღეშიც ჩავარდება ზურაბიშვილი, როცა აღარ იქნება პრეზიდენტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ეს კარგად იცის და ამიტომ ახსენებს 29 დეკემბერს, იქნებ ამ თარიღამდე მოხერხდეს რამე, რადგან 29 დეკემბრის შემდეგ მას აღარაფერი შეუძლია.

„დღესაც არ შეუძლია, მაგრამ თუ ახლა ხიბლში იმ დონეზე ჩავარდება, რომ როგორც „ვივამედში“ სააკაშვილს ჰგონია, რომ დღესაც მსოფლიო ლიდერია, ნუ, აქ ჩვენ ვერაფერს გავხდებით, შეიძლება, ფსიქიატრებმაც ვერაფერი მოახერხონ. ეგონოს, ვერავინ ვერ დაუშლის, დღეს ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ „ხელს ვაწერ განკარგულებას და დავითხოვე პარლამენტი“. ყველას აქვს ეს უფლება, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად არის ეს ქაღალდი რეალური, რასაც ნებისმიერი ადამიანი ხელს მოაწერს. აგონიაში მყოფია ზურაბიშვილი და შეიძლება ისიც თქვა, არ ვიცით, რომ საშობაო არდაგებზე უნდა წასვლა და დავითხოვოთ ყველაო, რომ 14 იანვრამდე დავისვენოთო. შეიძლება ასეთ აგონიაშიც არის,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მაგალითად, ორჯერ ვერ მოახერხებს პარლამენტი მთავრობის დაკომპლექტებას.

„სხვა შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არჩევნები არ შედგა და კონსტიტუციური არ იყო. სხვა რაიმე ტიპის დაშვება საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს. შესაბამისად ამ შემთხვევაში ფორმალური ფუნქცია აქვს პრეზიდენტს, რომელიც რიგით არჩევნებს ნიშნავს და რომ არ დანიშნოს, მაინც ჩატარდება. პრეზიდენტი ასევე პირველ სხდომასაც მოიწვევს, მაგრამ თუ არ მოიწვევს საქართველოს პარლამენტი მაინც შეიკრიბება. პარლამენტის დათხოვნაზეც აბსოლუტურად იგივეა. ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი მთავრობის დაკომპლექტებას მინიმუმ ორჯერ ვერ მოახერხებს. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ჩვენ სახეზე მსგავსი ტიპის მაგალითები არ გვაქვს. შეიკრიბა პარლამენტი, უფლებამოსილება ცნობილია და პარლამენტი მუშაობს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, როგორც გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, 29 დეკემბერს ის გამოემშვიდობება იმ ადმინისტრაციას, საიდანაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უამრავი მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინა.

„ვურჩევთ რიგით ზურაბიშვილს, დაფიქრდეს, საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა როგორ მოუწევს. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციაშიც არ არის ერთიანი მოსაზრება მათ შორის არც რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. იქაც ხვდებიან, რომ არც უცხოეთიდან არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია იმ სიგიჟეებს, რაც შეიძლება ზურაბიშვილმა თეორიულად ჩაიდინოს. ამას არავინ, მათ შორის არც უცხოეთიდან არ უყურებს სერიოზულად. არსებობს და მუშაობს საქართველოს პარლამენტი, 2-3 დღე დარჩა ყაველაშვილის ინაუგურაციამდე და საქართველოს ახალი პრეზიდენტი თავისი ფუნქციების შესრულებას შეუდგება. იანვრიდან ასევე იქნება ამერიკაში ინაუგურაცია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პარტნიორული ურთიერთობების გადალაგება მოხდება, როგორც ამერიკასთან ისევე ევროკავშირთან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.