1740680521
ზურაბ ქადაგიძე: რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს რესურსი აწარმოოს რეალური, ჯანსაღი პოლიტიკა და თუნდაც რადიკალური მეთოდებით, მაგრამ სამართლებრივ ჩარჩოებში, ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას და მოახერხოს საკუთარი სიმართლის დამტკიცება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რადიკალური ოპოზიციის მიერ სტიქიით მანიპულაციას მედიასთან ეხმიანება.
„მათ აქვთ ერთადერთი საშუალება, რომ ფეიკ ნიუსებით, ფსიქოლოგიური ტერორით, უბედურებებზე აპელირებით მოახერხონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რაშიც სამოქალაქო აქტივი და მათ მიერვე მართული მედია ეხმარება“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ რადიკალები და მათი აქტივისტები თავიანთი ქმედებებით ხელს უშლიან სამაშველო ჯგუფებს. ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
„2012 წლის შემდეგ, როდესაც ყველას მიეცა საშუალება საკუთარი უნარებითა და შესაძლებლობებით პოლიტიკური აქტივობები განეხორციელებინა და ამით დაემკვიდრებინა თავი, ვნახეთ, რომ ამ ადამიანებს [ რადიკალურ ოპოზიციას] არ აქვთ რესურსი აწარმოონ რეალური, ჯანსაღი პოლიტიკა და თუნდაც რადიკალური მეთოდებით, მაგრამ სამართლებრივ ჩარჩოებში, ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას და მოახერხონ საკუთარი სიმართლის დამტკიცება. მათ აქვთ ერთადერთი საშუალება, რომ ფეიკ ნიუსებით, ფსიქოლოგიური ტერორით, უბედურებებზე აპელირებით მოახერხონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რაშიც სამოქალაქო აქტივი და მათ მიერვე მართული მედია ეხმარება. ახლაც ეს მცდელობაა. ვნახეთ ვიდეოები, სადაც ეს ადამიანები სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებიან და პოლიტიკური აქტივობით არიან დაკავებული. ამით უფრო უშლიან ხელს სამაშველო ჯგუფებს, ვიდრე აკეთებენ რაიმეს. როგორ შეიძლება ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში, გადათოვლის მერე, გქონდეს დრო, რომ ტელეფონით მიმართვა ჩაწერო, დადო სელფი და ამით საკუთარ სექტაში ძალის დემონსტრირება მოახერხო. ეს ადამიანები ყოველთვის ასე მოქმედებდნენ. ასე იყო 15 ივნისის სტიქიის დროსაც და კორონა ვირუსის დროსაც. მაშინ არ იყო სტიქიური უბედურება, ეს იყო ეპიდემია, რომელიც გავრცელდა მსოფლიოში. ამასაც კი იყენებდნენ პოლიტიკური ქულების დასაწერად. ამ ადამიანებს აქვთ პრეტენზია, რომ არიან ინტელექტუალური რესურსი, რომელმაც ქვეყანა უნდა ააშენოს. რატომ მარცხდებიან ყოველთვის? როდესაც საზოგადოება მიდის არჩევნებამდე და იწყებს შეფასებას, რომ გადაწყვეტილება მიიღოს თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი არჩევნებზე, რეალურად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის მავნებლური ძალა, რომელიც პარაზიტობს სხვადასხვა თემებით და ეს დაამტკიცა ამ ყველაფერმა. როგორ შეიძლება ასეთი უბედურების დროს, არ მოუწოდო საზოგადოებას გაერთიანებისა და კონსოლიდაციისკენ“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

გურიის რეგიონში 140 ტონა სურსათი გაიგზავნა
1740670254