1745957548
ზურაბ ქადაგიძე: რა უქნა ლიბერალურმა ფაშიზმმა გერმანიას, აქედანაც ჩანს - კრიმინალ ადეიშვილს დაასეირნებენ „ბუნდესტაგში" და სააკაშვილის ჯიბის პროპაგანდისტი კინწურაშვილიც დააჯილდოვეს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ამ ეტაპზე კი „მედია განვითარების ფონდისა“ და „მითების დეტექტორის“ ხელმძღვანელ თამარ კინწურაშვილისთვის, გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ მიერ, სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიის ლაურეატობის გადაცემას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„რა უქნა ბრიუსელის ბიუროკრატიამ და ლიბერალურმა ფაშიზმმა გერმანიას, აქედანაც ჩანს.
კრიმინალ ადეიშვილს დაასეირნებენ „ბუნდესტაგში" და ადამიანის უფლებებზე ლექციებს ატარებინებენ; ახლა, სააკაშვილის ჯიბის პროპაგანდისტი და მედიაზონდერი კინწურაშვილი დააჯილდოვეს...
მოკლედ, ამათ საელჩოსთან საპატიო დაფაზე უნდა წაუწერო: „მე არ მაქვს სინდისი, ჩემი სინდისი ადოლფ ჰიტლერია“.
P.S. ვისი ფრაზაა, ელჩმა ფიშერმა იცის, ყველაზე კარგად!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.