ზურაბ ქადაგიძე: ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა კვირიკაშვილმა დაიწყო და გახარიამ გააგრძელა

ზურაბ ქადაგიძე

დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით „ქართულ ოცნების" სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის ჩასმა, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა გიორგი კვირიკაშვილმა დაიწყო და შემდეგ ეს გზა გიორგი გახარიამ გააგრძელა.

„დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი, თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით „ქართულ ოცნების" სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის ჩასმა. ამ ადამიანებს არანაირი იდეოლოგიური, მორალური და შინაარსობრივი კვეთაც კი არ ჰქონდაT „ქართულ ოცნებასთან“.

ნარკოპოლიტიკის კუთხით მიიღეს ლიბერალური სიგიჟე და დღეს პასუხისმგებლობას იხსნიან. საუბრობენ, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ამ საკითხის მოგვარება. არადა რეალურად ეს ადამიანები იყვნენ პასუხისმგებლები ამ ყველაფერზე.

ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა დაიწყო კვირიკაშვილმა და გააგრძელა გახარიამ. ლუდომანია და ნარკომანია ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემაა. უპასუხისმგებლო ადამიანები მივიდნენ სხვადასხვა უწყებებში და მართვის პროცესში მიიღეს ლიბერალური სიგიჟის კანონები, რომლებმაც დღეს კატასტროფული შედეგი მოუტანა ქვეყანას.

დღეს არსებულ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაზე არაქმედითი და უუნარო კანონი სხვა არ არსებობს. აუცილებელია პროცესის დარესტარტება. წარმოიდგინეთ პირველადი გასინჯვის მიზნობრივი ჯგუფი 15 წლიდან 13 წელზე ჩამოვიდა. ქალბატონებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების სტატისტიკა მამაკაცთა სტატისტიკას გაუთანაბრდა, სკოლის ასაკზე დაიწია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებამ და გავრცელებამ.

კანონმდებლობის მიღების დროს ჩვენ უნდა გამოვიდეთ მენტალობიდან, ხასიათიდან, სოციუმიდან და არა ნიდერლანდელი ახალგაზრდის ხედვიდან.

ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზატორი უნდა გაუთანაბრდეს მკვლელს. დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს რესოციალიზაციის პროგრამა, რაშიც ჩაერთვება განათლების კომპონენტი და პროცესი