ზურაბ ქადაგიძე IRI-ს დასკვნაზე-ვერაფერს უხერხებენ "ეუთოს" დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ. სახელისუფლებო პარტიის 1 120 000-იანი მხარდაჭერა, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის დაძალებამ და უსამართლო დამოკიდებულებებმა განაპირობა. აი ისეთმა, როგორიც "IRI"-ისა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს ახასიათებდათ

ზურაბ ქადაგიძე

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე საპარლამენტო არჩევნებზე IRI-ის დასკვნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის გასაბათილებლად გამოაქვეყნეს.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ამით ვერც "ეუთოს" მისიას ჩაანაცვლებენ და ვერც რეალობას შეცვლიან. “ვერაფერს უხერხებენ "ეუთოს" დასკვნას და ჟონგლიორობენ, იქნებ გადაფარონ. რესპუბლიკური ინსტიტუტის, ყველა ბოლო კვლევა, რომ 10%-იანი ცდომილებით ხასიათდებოდა და სოციოლოგიის მაგიერ, აზრის ფორმირებას ემსახურებოდა, ჰგონიათ საქართველოს მოქალაქეებს მოკლე მეხსიერება აქვთ?! 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალი აქტივობა და სახელისუფლებო პარტიის 1 120 000-იანი მხარდაჭერა, მიუხედავად სამი ვადისა, სწორედ ორმაგმა სტანდარტებმა, გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის დაძალებამ და უბრალოდ, უსამართლო დამოკიდებულებებმა განაპირობა. აი ისეთმა, როგორიც "IRI"-ისა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს ახასიათებდათ, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ამიტომაც გამოაგორეს ახლა, რომ რამენაირად "ეუთოს" დასკვნა გააბათილონ. რეალობა ერთია - მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ კონკრეტულად, მკაფიოდ დადო დასკვნა, რომ არჩევნები შედგა. ახლა, რამდენიც გინდათ იჟონგლიორეთ, ვერც "ეუთოს" მისიას ჩაანაცვლებთ და ვერც რეალობას შეცვლით. ხვალ "NDI" გამოვა და დაგვმოძღვრავს, ზეგ ალბათ, "ჰელსინკის კომისია" და ასე გააგრძელებენ ყეფას...არა და ქართული ქარავანი კარგა ხანია თავის გზას გაუყვა !”- წერს ზურაბ ქადაგიძე.