1733258119
ზურაბ აბაშიძე: საერთაშორისო პარტნიორებს მოუწევთ გადახედონ თავიანთ განცხადებებს და ნახონ რეალობა, რომ არჩევნები შედგა, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რის შემდეგაც გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები ევროინტეგრაციის მიმართულებით
საერთაშორისო პარტნიორებს მოუწევთ გადახედონ თავიანთ განცხადებებს და ნახონ რეალობა, რომ არჩევნები შედგა ქვეყანაში, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა მეოთხე საპარლამენტო არჩევნებში, რის შემდეგაც გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„მოვლენები, რაც განვითარდა ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონის მიღება, შემდეგ ოჯახური ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებით, ის ნიაღვარი, ნეო-ლიბერალური შეხედულებები, რაც ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოდიოდა, ბუნებრივია ამას გაგრძელება აქვს და არ იქნება მარტივად გადალახული ერთ-ორ დღეში. პროცესი დაანახებს, რომ ისინიც აღმოჩნდებიან მარგინალურ მხარეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა არ უჭერს მხარს. მოუწევთ მათ გადახედონ თავიანთ განცხადებებს და ნახონ რეალობა, რომ არჩევნები შედგა ქვეყანაში, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა მეოთხე საპარლამენტო არჩევნებში და მიიღო მყარი უმრავლესობა. ამის შემდეგ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე. რასაც მოჰყვება მერე შედეგები“, - აღნიშნა აბაშიძემ.