„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის საკრებულომ და მერიამ ერთობლივი საქმიანობით ქალაქისთვის არაერთი საკეთილდღეო პროექტი განახორციელა. მან თბილისის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს და დედაქალაქის ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„მადლობას ვუხდი გიორგი ტყემალაძეს გაწეული საქმიანობისთვის. სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს მრავალი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა, რამაც ჩვენს ქალაქს წინსვლა და განვითარება მოუტანა. დარწმუნებული ვარ, გიორგი ტყემალაძე ახალი პოზიციიდან ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოს აპარატის თითოეულ თანამშრომელს, მრავალწლიანი თავდადებული შრომისა და საქმიანობისთვის“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა დედაქალაქის მერს კახა კალაძესაც გადაუხადა და განაცხადა, რომ თბილისისა და თბილისელებისთვის მომავალშიც მრავალი სასიკეთო საქმე გაკეთდება.
„მსურს მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს და თბილისის მერიის თანამშრომლებს. ჩვენ ერთად არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქის და თანაქალაქელების საკეთილდღეოდ მომავალშიც მრავალ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი პროექტების შესახებ კახა კალაძემ მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარება უკვე დაიწყო, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.