„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
მცირე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ზუგდიდის 67-ე ოლქში საჩივრების განხილვა. სხდომის მიმდინარეობისას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ენმ-ს წევრი დარიკო არქანია ოთახიდან გააძევა, რასაც წინ უსწრებდა მირანდა მესხის მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლის მისამართით შენიშვნები.
ოპოზიცია, სხვადასხვა დარღვევის გამო, ყველა უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კი ცალკეული უბნების. მათ საპასუხოდ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ საჩივრების ნაწილი მათ კომპეტენციას სცდება და ავტორებმა საგამოძიებო უწყებას უნდა მიმართონ, ნაწილთან დაკავშირებით კი საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.