პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზონდერ ჯგუფის ლიდერი გიორგი მუმლაძე 80-დან 100 კაცამდე შემადგენლობით, შევარდა 74-ე უბანზე, ჯერ გაუშვეს გაზი და შემდეგ ხალხის ცემა დაიწყეს, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა.
„ზონდერ ჯგუფის ლიდერი გიორგი მუმლაძე ყველა არჩევნებზე მარნეულში სხვადასხვა პროვოკაციას აწყობს. 80-დან 100 კაცამდე შემადგენლობით, შევარდა 74-ე უბანზე, ჯერ გაუშვა გაზი და შემდეგ დაიწყეს ხალხის ცემა. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება“, - განაცხადა დარგალმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს, ზაურ დარგალის ძმის ყალბი პასპორტით ხმას სხვა პირები აძლევდნენ.
„ჩემი ძმა შევიდა უბანზე და ხმა მისცა. შემდეგ ჩემი ძმის ვადაგასული პასპორტით სხვა რატომ უნდა შევიდეს და ხმა მისცეს? როგორ უნდა გააკეთოს ეს? - აპარატი არ მიიღებს. ეს არის ფეიკი და ამ ყველაფრის ოჯახთან დაკავშირება უნდათ, რომ დელეგატიც ჩართულია“, - დასძინა დარგალმა.