წყევლის შემცველი 6 ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა თქვათ, თუნდაც ხუმრობით
1749059895
ზოგადად, ხელისუფლება არის ხალხის ნაწილი, ხელისუფლება არის ხალხის არჩეული, თუმცა ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი აქტორის მხრიდან სწორედ ხალხის გამოყენებას იმ კონტექსტში და იმ მიზნით, რომ ზღვარი გაავლონ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს შორის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ის ამაყია, რომ ქართველი ხალხი აკეთებს იმ არჩევანს, რასაც აკეთებს.
„ამაყები ვართ, რომ ჩვენ ვართ ქართველი ხალხის წარმომადგენლები. ამაყები ვართ, რომ ქართველი ხალხი აკეთებს იმ არჩევანს, რასაც აკეთებს. დღეს ეს არის ერთადერთი გარანტი ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.