ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ოპერაციებს ახორციელებენ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ოპერაციებს ახორციელებენ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს მტრის ტერიტორიაზე, სასაზღვრო რაიონებში. და ეს აბსოლუტურად სამართლიანია - ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც ის მოვიდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ოპერაციების მთავარი მიზანი უკრაინის ტერიტორიის მაქსიმალური დაცვაა, კერძოდ კი სუმისა და ხარკოვის ოლქების თემების.