ზაზა ლომინაძე ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: ამ საკითხზე ყველას ჩართულობა და ბრძოლა ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს, რათა დავუბრუნოთ ჩვენი ახალგაზრდები ჯანსაღ ცხოვრების წესს

გყ

 ამ საკითხზე ყველას ჩართულობა და ბრძოლა ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს, რათა დავუბრუნოთ ჩვენი ახალგაზრდები ჯანსაღ ცხოვრების წესს, - განაცხადა ჟურნალისტებთან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით.

„ბოლო პერიოდში, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც მკვეთრად იმატა სინთეტიკურმა, ბუნებრივი წარმოშობის ნარკოტიკულმა საშუალებებმა. ამიტომ ჩვენ ვამკაცრებთ ჩვენს პოლიტიკას გადამზიდების მიმართულებით. იგივე რეალიზატორების მიმართ, ეს არის მთავარი აზრი ამ ნარკოპოლიტიკის გამკაცრების. ამ საკითხზე ყველას ჩართულობა და ბრძოლა ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს, რათა დავუბრუნოთ ჩვენი ახალგაზრდები ჯანსაღ ცხოვრების წესს“, - აღნიშნა ლომინაძემ.

ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.