ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარშზე: ევროპული მარშის ნაცვლად, მგონი ოპოზიციის დამარცხების მარში გამოვიდა

ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ანალიტიკოსი დრონიდან გადაღებულ აქციის კადრებს აქვეყნებს და ხალხის რაოდენობაზე უსვამს ხაზს.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ევროპული მარშის ნაცვლად ოპოზიციის დამარცხების მარში გამოვიდა.

მისივე თქმით, „ვიღაცებს დღეს მწარედ აუწევენ ყურებს“.

„ევროპული მარშის ნაცვლად, მგონი ოპოზიციის დამარცხების მარში გამოვიდა. ვიღაცეებს დღეს მწარედ აუწევენ ყურებს“-წერს ზაალ ანჯაფარიძე.