1758468418
ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მყავდეს მე და „ქართულ ოცნებას“, თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემებია - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ერთადერთი კონკურენტი, რომელიც მმართველ გუნდს შეიძლება ჰყავდეს, დედაქალაქში არსებული გამოწვევები და პრობლემებია.
„ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, რადგან მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, თანადგომა. დღეს ყველაზე დიდი კონკურენტი, რომელიც შეიძლება მყავდეს მე და „ქართულ ოცნებას“, ეს არის თბილისში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომელთაც სჭირდება ღირსეული პასუხი. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება - ღირსეული პასუხი გასცეს აღნიშნულ პრობლემებს, გამოწვევებს და მოაგვაროს ეს ყველაფერი, სწორედ „ქართული ოცნებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.