ყველას მოვუწოდებ, შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც ძალიან ბევრჯერ დაუშვა ოპოზიციამ წარსულში, ჩვენ ბრძოლაში შესვლის მომხრეები ვართ - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში კვლავ მწვავე დაპირისპირების მიზეზია. "ლელო" და გახარიას გუნდი 4 ოქტომბერს ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობად განიხილავენ და კოლეგებს დიალოგს სთავაზობენ.

დღეს მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ოპოზიციამ  წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს და უნდა დაიწყოს მსჯელობა ოთხი კოალიციური გაერთიანების ფორმატში.

"სანამ საქართველოში არ იქნება პოლიტიკური კულტურა, რომ სერიოზული, არგუმენტირებული მსჯელობა გაიმართოს და არა იარლიყების მიკერება და facebook შეურაცხყოფების მიყენება, არაფერი შეიცვლება, იმიტომ ვართ ამ დღეში. რაღაც ჯგუფს უნდა თავზე მოახვიოს, შესაძლოა მართალი, შესაძლოა არამართალი პოზიცია, ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც ძალიან ბევრჯერ დაუშვა ოპოზიციამ წარსულში. რა იქნება უკეთესი, ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა? ჩვენ ბრძოლაში შესვლის მომხრეები ვართ და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები და პოლიტ პატიმრების გამოშვება გაძლიერდება, თუ ჩვენ ამ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"კოალიცია ცვლილების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მათთვის ღალატია. შეფასება კეთდება მმართველ გუნდშიც.