ხობის მუნიციპალიტეტში 4 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამეგრელოში სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

ექსპლუატაციის ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტში ხობი-უტორას დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

სოფლების ხეთისა და პირველი მაისის ტერიტორიაზე, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდას უზრუნველყოფს.

სადრენაჟე არხების გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ, 2012-2024 წლებში, სამეგრელოში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 12 400 ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები 10 170 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა.