ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
„ქართული ოცნება“ საქართველოს ინტერესებს ისე რომ იცავდეს, როგორც იცავს რუსულ ინტერესებს, ჩვენი საქმე მართლა კარგად იქნებოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„სპეცსამსახურების უკან ლაჩრულად იმალებიან და უნდათ, კომიტეტის სხდომა ჩაატარონ. საკომიტეტო დარბაზში ის ადამიანები შეიყვანეს, ვინც მათ სურთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხს მათი მოღალატეობრივი სახე ვაჩვენოთ, რადგან სიმართლე გაიმარჯვებს – არიან სუსტები და არაფრის მაქნისი.
საქართველოდან რუსულ ძალებს მალე გავისტუმრებთ. მთავარი რუსული ძალა „ქართული ოცნებაა“. რუსეთი ჩვენი მტერია და როცა ხელისუფლება მტრის ინტერესებს ატარებს, შინაარსით განხილვას არანაირი აზრი არ აქვს“,- განაცხადა ვაშაძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობს.