ბიჭი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
1756983379
ანჯეი დუდას განცხადება, რომ უკრაინას პოლონეთის ომში ჩართვა სურდა, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.
"ისინი თავიდან ცდილობდნენ ომში ჩაეთრიათ, ეძებდნენ მათ, ვინც აქტიურად იბრძოლებდა მათ გვერდით რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა ანჯეი დუდამ პოლონურ მედია "რომანოვსკილაივთან" ინტერვიუში.
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება აღიარებაა "ქართული ოცნებისთვის" და კიდევ ერთი დასტური, რომ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოშიც სურდათ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარე ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება სრულიად რეალისტურია.
"პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სრულიად რეალისტური იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან სწორედ ამას მოაქვს ქვეყნისთვის განვითარება", - აცხადებს ბოჟაძე.