1734979317
ყველა ქალაქი დადგეს ფეხზე და დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე - ლევან ხაბეიშვილი
რეჟიმი გადატეხილია და ახლა ჩვენ გვჭირდება მეორე ყველაზე აქტიური ფაზის დაწყება. ყველა ქალაქი დადგეს ფეხზე და დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.
ხაბეიშვილის თქმით, „რუსული პარტია ახდენს რუსული პარტიის ტიტუშკების მობილიზებას, რომ როგორმე წაეშველონ ცოცხალ ძალას“.
„ჩამოშლილი, დემორალიზებულია რუსული ომონი და მათი დანაყოფები. უენერგიო და ღონე გამოცლილია – 96 საათი უძილო „რობოკოპები“ და ხარებას დაჯგუფება. რუსული პარტია ახდენს რუსული პარტიის ტიტუშკების მობილიზებას, რომ როგორმე წაეშველონ ცოცხალ ძალას. გამოცხადებული აქვთ სრული მობილიზება – გამგებლები, მოადგილეები, თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრები და ასე შემდეგ. ასევე ცდილობენ, დაცვის პოლიციიდან დაიმატონ ცოცხალი ძალა. მოკლედ, რეჟიმი გადატეხილია და ახლა ჩვენ გვჭირდება მეორე ყველაზე აქტიური ფაზის დაწყება. ყველა ქალაქი დადგეს ფეხზე და დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე. ძალა ხალხშია, ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.