ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის
1757536456
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან დიასამიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ელჩმა საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.
ელჩმა საქართველოს მთავრობის სახელით, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
ყაზახეთის პრეზიდენტმა დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.