ვურჩევდი ყველას, ვინც ცენტრალურ აზიაში საქმიანობის დაწყებას ან გაფართოებას გეგმავს, რომ საქართველო ძალიან ძლიერი კანდიდატია იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ღირს დაწყება - "პეივ ბანკის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

, სალიმ დონანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში გრძელდება. იმართება შეხვედრები ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიების ხელმძღვანელებთან. მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებია. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა სინგაპურის პრემიერსა და პრეზიდენტს. განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით კავშირების გაღრმავების პოტენციალი. პრემიერ-მინისტრი სინგაპურში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. იმართება მინისტრების ორმხრივი შეხვედრებიც.

„პეივ ბანკის“ დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, სალიმ დონანის განცხადებით, საქართველოს პროგნოზირებადი გარემო და ფინანსური სექტორის განვითარება ქვეყანას ახალი კაპიტალის მოსაზიდად მიმზიდველს ხდის. მისივე თქმით, ცენტრალურ აზიაში საქმიანობის დაწყების ან გაფართოების მსურველებისთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არჩევანია.

„საქართველო წარმოუდგენლად დინამიკური ადგილია. ეს განსაკუთრებით ეხება ფინანსური მომსახურების სექტორს, რომელსაც მე წარმოვადგენ. შესაბამისად, რაც უფრო ნათელი და პროგნოზირებადი ხდება გარემო, მით უფრო ნაყოფიერი ხდება ის ახალი კაპიტალის შემოსვლისთვის. როდესაც ვესწრებით ასეთ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებს - იქნება ეს ინვესტორებთან, პრემიერ-მინისტრთან თუ დელეგაციასთან - აშკარაა, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ რეალურად ვხედავთ, როგორ აისახება ეს პოლიტიკაში, რეგულაციებში, კაპიტალის ფორმირებასა და ქვეყანაში განხორციელებულ კაპიტალდაბანდებებში. ამიტომ, ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები ვართ. მე ვურჩევდი ყველას, ვინც ცენტრალურ აზიაში საქმიანობის დაწყებას ან გაფართოებას გეგმავს, რომ საქართველო ძალიან ძლიერი კანდიდატია იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ღირს დაწყება“, - აცხადებს "პეივ ბანკის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სალიმ დონანი.