ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს
1747666492
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებიდან ექვს თვეზე მეტი გავიდა და ოპოზიციას არ წარუდგენია არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება, რადგან ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს.
ბოჟაძის თქმით, ოპოზიციას სურდა, არჩევნების გაყალბების შესახებ ტყუილი საკუთარი ამომრჩევლისთვის დაეჯერებინა.
ვლადიმერ ბოჟაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ანი წითლიძე ამბობს, რომ არჩევნებში ზუსტად ის ციფრი და პროცენტები მიიღეს, რაც ცესკო-ს მონაცემებშია ასახული“. ვლადიმერ ბოჟაძის შეფასებით, ანა წითლიძემ თქვა ის, რაც არის სიმართლე.
„არჩევნებს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები ესწრებოდნენ. არჩევნების შემდეგ შამპანურები გახსნეს, ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ არჩევნები წააგეს, არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე დაიწყეს საუბარი. წარმოუდგენელია, 12 საათის განმავლობაში რაიმე ყოფილიყო, ვერ შეემჩნიათ და ამ ყველაფერს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლოდა. ეს კიდევ ერთი ტყუილია, რომელიც ოპოზიციას უნდოდა, რომ საკუთარი ამომრჩევლისთვის დაეჯერებინა. ეს ყველაფერი აქციაზე უკვე აისახა. ოპოზიცია ისევ აპირებს, რომ ამომრჩეველი მოატყუოს. ანა წითლიძის აღიარება მხოლოდ სიმართლის თქმაა, რაც ყველაზე კარგად თავად ოპოზიციონერებმა იციან“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
პუტინმა უკრაინაში ომის მიზნები დაასახელა
1747576767