ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენ ახლა დამატებით შემოგვაქვს მექანიზმები საიმისოდ, რომ ნებისმიერი ის პარტია, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, იყოს აკრძალული

ბოჟაძე

თქვენ იცით, რომ პარტიების აკრძალვის მექანიზმი ახლაც არის ჩადებული კანონმდებლობაში, უბრალოდ ჩვენ ახლა დამატებით შემოგვაქვს მექანიზმები, საიმისოდ, რომ ნებისმიერი ის პარტია, რომლის საქმიანობა მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, იყოს აკრძალული, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„მეორე მხრივ, იგივე ადამიანებს, იგივე პოლიტიკური ჯგუფებს უბრალოდ პარტიის სახელის ცვლილებით, ან სხვა პარტიაში გადასვლით არ უნდა მიეცით საშუალება დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში და გააგრძელონ ის მავნე საქმიანობა, რომელსაც აქამდე ახორციელებდნენ“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით დაკავებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტში პირველი მოსმენით სესიაზე მიმდინარე კვირაში განიხილავენ.