ვხედავთ, რომ უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიდის წინასაარჩევნო კამპანია. სწორედ ეს აღელვებს აქაურ ოპოზიციას და უცხოურ ძალასაც - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მიერ პირადობის მოწმობების თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ის ფაქტი, რომ ყოველი არჩევნების წინ რაღაც სპეკულაციებს მიმართავს-ხოლმე ოპოზიცია, ზოგადად, მის სისუსტეს ადასტურებს, მაგრამ ამ არჩევნებზე განსაკუთრებული სისუსტე აქვთ. პრაქტიკულად, ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე და ვხედავთ, ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებს. ვხედავთ, რომ უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიდის წინასაარჩევნო კამპანია. სწორედ ეს აღელვებს აქაურ ოპოზიციას და უცხოურ ძალასაც“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.