„ვივამედში“ ერთს ჰგონია, რომ მსოფლიო ლიდერია, ზურაბიშვილი ამბობს, 29-დან ისევ ლიდერი ვიქნებიო, სავარაუდოდ, ყველას საკუთარი პალატა ექნება, თუ ფიქრს ასე გააგრძელებენ - მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

„ვივამედში“ ერთს ჰგონია, რომ მსოფლიო ლიდერია, ზურაბიშვილი ამბობს, რომ 29-დან ისევ ლიდერი ვიქნებიო, სავარაუდოდ, ყველას თავის პალატა ექნება, თუ ფიქრს ასე გააგრძელებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ყველამ ნახა, ბოლო ორი წლის განმავლობაში „ხალხის ძალას“ რა ძალა აქვს, ყველაფერი, რაც „ხალხის ძალამ“ თქვა, ერთი ერთში სრულდება.

ძალა რომ ხალხშია და „ხალხის ძალას“ რომ წინ ვერაფერი დაუდგება, ამაში სააკაშვილს ნამდვილად ვეთანხმები. ჩვენ ვნახეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში „ხალხის ძალას“ რა ძალა აქვს, ყველაფერი, რაც ვთქვით, ერთი ერთში სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძლიერები ვართ, უძლური ვართ იმაში, რომ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ისევ საქართველოს და მსოფლიოს ლიდერია. ამაში მედიცინაც კი უძლურია, რადგან ყველა ადამიანს თავისი ფსიქოლოგიური მდგომარება აქვს და ზოგს თავი ნაპოლეონი ჰგონია. ზოგს 29 დეკემბრის შემდეგ თავი საქართველოს პრეზიდენტი ეგონება, ზოგს მსოფლიო ლოდერი და ა.შ. ეს მათი უფლებაა და ამის განკურნება რამდენად ხელეწიფება სამედიცინო საზოგადოებას, ჩვენ ვერაფერს ვუშველით. „ვივამედში“ ერთს ჰგონია, რომ თვითონ არის მსოფლიო ლიდერი, ზურაბიშვილი ამბობს, რომ 29-დან ისევ მე ვიქნები ლოდერიო. სავარაუდოდ, ყველას თავის პალატა ექნება, თუ ფიქრს ასე გააგრძელებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.