ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-სომხეთს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ორმხრივი ვიზიტები, ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების მიზნით, შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი სპორტული ტურნირის გამართვის ინიციატივა გამოთქვეს.
შეხვედრას სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა დაესწრო.