ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
ოპოზიციაში, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურნენ.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, პარლამენტი არალეგიტიმურია და მათი არჩეული პრეზიდენტი ვერ იქნება ლეგიტიმური.
"დღეს საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანო, ამიტომ, ვინც არ უნდა დაასახელოს და ვინც არ უნდა აირჩიოს არალეგიტიმურმა ორგანომ, არ იქნება ის პირი ლეგიტიმური. ყაველაშვილი იქნება თუ სხვა, საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი აღარ ეყოლება. არალეგიტიმური საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც კონსტიტუციური ლეგიტიმაცია არ გააჩნია, გადასარევი საკონსტიტუციო არჩევანის წესიც რომ იყოს, ვერ აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა თავად "ოცნების" წევრებისთვისაც მოულოდნელი იყო.
"შესაძლებელია, გუნდის სხვა წევრების გათვალისწინებით ვთქვათ, რომ თავად "ოცნების" სხვა წევრებისთვის იყო მოულოდნელი. ერის ჯანსაღი ნაწილის საბრძოლველია, რომ საბჭოთა საქართველო დამარცხდეს. ე.წ. პარლამენტი აღარ არსებობდეს და დაუბრუნდეს ქართველ ხალხს", - აცხადებს ნიკა მელია.
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნა "კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა ქართველი ხალხის აბუჩად აგდების, დაცინვის, სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაციის".
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს, დილის 9:00 საათზე დაიწყება. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039