ვიკა ფილფანი: უვიზო მიმოსვლა არის ხალხის საკუთრება და საფრთხე არ უნდა შეექმნას, ეს ხალხის მონაპოვარია, სხვანაირად ვინც ფიქრობს, უპასუხისმგებლოები არიან

ვიკა ფილფანი

ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა, ეს დიდი მონაპოვარი უნდა შეუნარჩუნდეთ. იმედი გვაქვს, უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ შეექმნება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა არის ხალხის საკუთრება.

„ჩვენი გუნდი მუდმივად ვამბობთ, რომ უვიზო მიმოსვლა არის ხალხის საკუთრება და მას საფრთხე არ უნდა შეექმნას, რადგან ეს ხალხის მონაპოვარია. ვინც სხვანაირად ფიქრობს, სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები უპასუხისმგებლოები არიან. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ და ამის ხარჯზე უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს დიდი მონაპოვარი უნდა შეუნარჩუნდეთ. მოლოდინი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდება“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.