პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვიდრე პერსონალური შავი დღე დაუდგა ვინმეს, იქამდე მიიღონ გადაწყვეტილება და გაიწვიონ ეს კანონი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
კორძაიას თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოებისგან პირდაპირი გზავნილი იყო, რომ აუცილებლად იმსჯელებენ კონკრეტული პერსონების პასუხისმგებლობაზე საერთაშორისო თვალსაზრისით.
„სწორედ ეს არის, რაც აშინებს „ქართულ ოცნებას“. გვესმის, რომ არ აინტერესებთ საქართველოს მოქალაქეები, საკუთარი ამომრჩეველი, მაგრამ მათ ეშინიათ პერსონალური სანქციების. დემოკრატიის შავ დღეს არავინ აპატიებს კონკრეტულ პირებს. ამიტომ კიდევ ერთხელ, ვიდრე პერსონალური შავი დღე დაუდგა ვინმეს, იქამდე მიიღონ გადაწყვეტილება და გაიწვიონ ეს კანონი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.