VIDEO: ეს ადამიანები იმსახურებენ იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები. ჩვენ მათში ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას - დიმიტრი ცქიტიშვილი ადეიშვილის მოადგილეებზე

დიმიტრი ცქიტიშვილი

იმ ადამიანებთან, რომლებთანაც „ქართულ ოცნებასაც“ კი მათ შორის, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება და სამართლებრივი არ გაჩნდა და მათ საქმიანობასთან არანაირი პრობლემები არ არსებობდა და კიდევ უფრო მეტი, „ქართული ოცნების“ მიერ ზაზა დავაძე იქნა დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ - ამის შესახებ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანის, ვახო ხუზმიაშვილის კითხვის (როდესაც ადეიშვილის მოადგილე და ადეიშვილის პროკურატურის პროკურორი გყავთ სიაში, ეს თქვენ როგორ გგონიათ, როგორ აისახება თქვენს პარტიაზე? ადეიშვილის მოადგილეებთან არ გაქვთ პრობლემა?) პასუხად განაცხადა. 

„ეს არის ამ მოცემულობა, როდესაც ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ პირობებში ასრულებენ საქმეს კეთილსინდისიერად...ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანებში არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში, მუშაობდნენ და იყვნენ მაღალ თანამდებობებზე. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ადამიანები იმსახურებენ იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები. ჩვენ მათში ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას. “ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.