1733258119
VIDEO: პირველად ხდება ისტორიაში, რომ არც ერთ დასავლეთის ლიდერს არ უღიარებია ეს არჩევნები - თეონა აქუბარდია
საერთოდ არარელევანტურია შედარება 2020-ის და 2024-თან, მით უფრო მაშინ, როდესაც პირველად ხდება ისტორიაში, რომ არც ერთ დასავლეთის ლიდერს არ უღიარებია ეს არჩევნები და არ მიულოცია ივანიშვილისთვის - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ წამყვანის კითხვის („როდესაც, გახარია იყო საქართველოს პრემიერ მინისტრი, ახლა რასაც ვისმენთ ოპოზიციისგან და არასამთავრობო სექტორისგან, სწორედ მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილის არჩევა ხდებოდა, მაშინაც ამბობდნენ, რომ სალომეს არჩევა ხდებოდა მოსყიდვით, დაშინებით, თუ სალომე ამ გზით ავირჩიეთ და ის დღემდე არ არის არასამთავრობო სექტორისთვის და ოპოზიციისთვის ლეგიტიმური, როგორ უნდა მივიღოთ მისგან დღეს ასეთი შეფასება, როდის იყო ოპოზიცია მართალი, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო საქართველოს მთავრობაში და სალომე ზურაბიშვილზე კეთდებოდა ის განცხადებები თუ დღეს?) - პასუხად განაცხადა.