თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია სტუდენტებს ხვდება
1733155200
პარლამენტში ჩვენ უმრავლესობას არ შევუქმნით ლეგიტიმაციას - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ წამყვანის კითხვის („100 პროცენტიდან, ასივეს გამორიცხავთ, რომ თქვენი პარტია, ამ მოწვევის პარლამენტში არ შევა?“) პასუხად განაცხადა.
„ლეგიტიმაციის გარეშე, შიგნიდან და გარედან ამ პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, რომ არავინ შევა. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ გაყალბებულ პარლამენტში არ შევალთ და ლეგიტიმაციას არ შევძენთ იმ პარლამენტს, რომლის ლეგიტიმაცია არ იქნება არც შიგნიდან და არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. საერთოდ აზრი ეკარგება ყველაფერს და უაზრობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, მით უფრო, მაშინ, როდესაც ჩვენს ევროპულ მომავალზე და ჩვენს დემოკრატიაზე არის საუბარი“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.