1755711092
VIDEO - ნიკა გვარამია „ტელეიმედის“ დარბევას და ტექნიკის განადგურებას იხსენებს

ნიკა გვარამია, რომელიც 2007 წელს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას იხსენებს და ხსნის, თუ რატომ არ გათიშეს მაუწყებლობა პირველივე წუთებიდან.
გვარამიას თქმით, როცა სპეცდანიშნულების რაზმი „იმედში“ შევიდა, მათ ეგონათ, რომ არხი უკვე გათიშული იყო.
„შევიდა „სპეცნაზი“ და გამორთეს „იმედის“ ანძიდან. მირეკავს ჩემი ცოლი, ტელევიზიას არბევთო? საიდან მოიტანე მეთქი? აგერ, ვუყურებ პირდაპირ ეთერშიო. როგორ, პირდაპირ ეთერში უყურებ-მეთქი? არა, კი ვიცოდი, რომ ბრძანება იყო გაცემული, მართლა ის ხომ არ ვიყავი, სკოლის მოსწავლე. როგორ უყურებ-მეთქი პირდაპირ ეთერში გამორთულ ტელევიზიას? მე გეუბნები, რომ ვუყურებო და თუ მარტო ჩვენთან აჩვენებს, არ ვიციო. აღმოჩნდა, რომ გამორთეს ანძიდან ტელევიზია, გადაწყვეტილების მიმღებს ეგონა, რომ ანძაზეა მიბმული ყველა მაყურებელი. ამ დროს ანძა არის 15-20% მაყურებლების, მაშინ შეიძლება ერთი მესამედი ყოფილიყო. დანარჩენი არის სატელიტი, საკაბელო, ა.შ. მოკლედ, ანტენაშერჭობილ ტელევიზორს ვინც არ უყურებდა, ყველამ უყურა პირდაპირ ეთერში „იმედის“ დარბევას“, - განაცხადა გვარამიამ.
იხილეთ ვიდეო