1745397302
VIDEO: „ნაციონალური მოძრაობა“ არის გაკოტრებული თავისი სხვადასხვა განშტოებებით...“ - გურამ მაჭარაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ არის გაკოტრებული თავისი სხვადასხვა განშტოებებით...“ - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„სულ რომ ვარსკვლავები მოუწყვიტო საზოგადოებას თუ ტყუილში რამდენჯერმე დაგიჭირა, ის აღარ დაგიჯერებს. ამ ტყუილებს უკვე მოკლე ფეხებიც არ აქვს, საერთოდ ფეხები არ აქვს ისეთ ტყუილს საუბრობენ. მარტივად გასაშიფრი ტყუილია, როდესაც გამოდის გახარია თუ ცისკარიშვილი და რაც თვითონ აწყობთ, იმას საუბრობენ...“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.