VIDEO: ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური სპექტრი, თავს ვერ აბამს ამ მუხტს, პროტესტს, რომელიც არსებობდა ხალხში - დავით ჭიჭინაძე

დავით ჭიჭინაძე

ხალხი თავისთვის არის, პოლიტიკური სპექტრი თავისთვის არის. ვინ რას თხოულობს პრაქტიკულად გაუგებარია -  ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარემ, დავით ჭიჭინაძე გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური სპექტრი, თავს ვერ აბამს ამ მუხტს, პროტესტს, რომელიც არსებობდა ხალხში და რეალური მიმართულება მიეცათ, თუ გადავხედავთ აქციაში მონაწილეობს ის ხალხი, ვისაც არანაირი ბმა არ გააჩნია ოპოზიციასთან. რეალურად მასა, რომელიც იქ დგას არ აძლევს საშუალებას ამ ოპოზიციას, რომ მან დაიბრალოს ეს არის აქციების ორგანიზატორი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.