VIDEO: ამ ხელისუფლებამ, რომ გაიწვიოს მეორედ ეს კანონპროექტი, რა პასუხს მაძლევს მე, რომელსაც მაინტერესებს, სად მიდის და რაში იხარჯება ეს ფული?! - რევაზ მიშველაძე

რევაზ მიშველაძე

„ამ ხელისუფლებამ, რომ გაიწვიოს მეორედ ეს კანონპროექტი, რა პასუხს მაძლევს მე, რომელსაც მაინტერესებს, სად მიდის და რაში იხარჯება ეს ფული?! ხომ არ ხმარდება ეს ფული სწორედ ამ ახალგაზრდების მოსყიდვას, სწორედ იმ რევოლუციურ საქმიანობას,“ - ამის შესახებ რევაზ მიშველაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„გულახდილად გეტყვი, ის, რაც დღეს ხდება საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგია. თქვა კიდეც ერთმა პარლამენტარმა გუშინ - საქართველოს ახლა გაამარჯვებინებს მხოლოდ და მხოლოდ ვარდების რევოლუციის მუხტიო”, - განაცხადა რევაზ მიშველაძემ.