VIDEO: "2012 წელს, ერთ-ერთი დეპუტატის ოჯახში დაიბარეს სააკაშვილი და უთხრეს, თქვენ არ უნდა იყოთ და ვანო მერაბიშვილი უნდა გახდეს პრემიერიო..." - მამუკა გუგეშაშვილი

მიშა/ვანო

,,2012 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ეწურებოდა მეორე ვადით პრეზიდენტობა, მას მიადგნენ დღევანდელი არაფორმალური მმართველები ერთ-ერთი მოქმედი დეპუტატის ოჯახში და უთხრეს, რომ თქვენ არ უნდა იყოთ პრემიერი და პრემიერ მინისტრი უნდა გახდეს ვანო მერაბიშვილიო,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმა აჭარის ტელევიზიის გადაცემა ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, იმ პერიოდიდან, სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" ებრძოდნენ და ახლა მოახერხეს, პარტიის ხელში ჩაგდება.
,,ხაბეიშვილი დადიოდა და ებრძოდა ,,ნაციონალურ მოძრაობას", მათ შორის, კეზერაშვილს და სააკაშვილსაც აგინებდა..."- ამბობს გუგეშაშვილი.

ის , ამ ეტაპზე, არ აკონკრეტებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიაში დარჩენასთან დაკავშირებით.
,,ჯერჯერობით, ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით ნაციონალურ მოძრაობაში, მერე სად ვიქნებით, გადავწყვეტთ ამომრჩეველთან ერთად. სადაც ღირსება და სიმართლე იქნება, იქ ვიქნებით..." - თქვა მამუკა გუგეშაშვილმა.