ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
ჩემს მიმართ არანაირ სანქციაზე არ გამიგია არაფერი. არც არაფერი მოუწერიათ, არც აქ და არც ევროპაში არ შემქმნია [რაიმე პრობლემა]. ყოველი შემთხვევისთვის არ გამოუცხადებიათ, რომ ვახტანგ გომელაურის მიმართ სანქციები დაწესდა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა, რითაც უპასუხა კითხვას - შეექმნა თუ არა აშშ-ის მხრიდან სანქციების გამო პირადად მას რაიმე პრობლემა.
ამ საკითხზე საუბრისას მან კომენტარი გააკეთა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე.
„მე ვფიქრობ ყველაფერი დალაგდება აშშ-სთან, ჩვენი მეგობრები არიან და ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთად გაკეთებული. მათგან ბევრი გვერდში დგომა გვახსოვს დაწყებული 90-იანი წლებიდან და არ ვფიქრობ, რომ ეს [მეგობრობა] გაწყდება“, - განაცხადა გომელაურმა.