ტრაგედია აჭარაში - ავარიას 25 წლის გოგო ემსხვერპლა
1742142823
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ. "არ ვიცი, რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი - არ მაინტერესებს, ეს ადამიანი აღარ არის პრეზიდენტი" - თქვა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ზურაბიშვილის, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ჩაწერილ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა.
იქვე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ყალბი გაერთიანება ყველაზე მოწყვლადია და ის ამზადებს ძლიერ კოორდინაციას. თუმცა ასე არ ფიქრობენ „ნაცინალურ მოძრაობაში“, სადაც მიხეილ სააკაშილის არ შეწყალების გამო, ზურაბიშვილის მიმართ ვერც ბრაზს მალავენ.
ყოფილი პრეზიდენტის პარტიაში ამბობენ, რომ ქვეყნის შიგნით კოორდინაციის რეალური შესაძლებლობა ერთიან სამომავლო სიასა და ერთიან პოლიტიკურ გაერთიანებაშია.
""ნაციონალურ მოძრაობასა" და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის გადაულახავ განსხვავებად დარჩება ის, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტი სააკაშვილის არშეწყალებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ ფაქტს ისტორია აუცილებლად შეაფასებს როგორც ერთი მედასავლეთე პრეზიდენტი, რომელმაც მეორე მედასავლეთე პრეზიდენტი არ შეიწყალა. ქვეყნის შიგნით კოორდინაციის რეალური შესაძლებლობა მდგომარეობს ერთიან ფრონტში, ერთიან სამომავლო სიაში, ერთიან პოლიტიკურ გაერთიანებაში. პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება ადამიანი, რომლის ირგვლივაც შედგება ეს ერთობა, ვფიქრობ ეს ყველაზე რეალისტურია, ან თუ არ შედგა ამ დისკუსიას უნდა დაესვას წერტილი და მე ასეთ თარიღად, ყველაზე რეალისტურად წარმომიდგენია 31 მარტი", - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.