ვეტერანებმა ყველაზე უკეთ ვიცით ომის მთელი სისასტიკე და მშვიდობის შეუფასებელი ღირებულება. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია საქართველოს მთავრობის უალტერნატივო მშვიდობის კურსი - კობა კობალაძე

კობა კობალაძე

ვეტერანებს ყველაზე უკეთ მოგვეხსენება და ვიცით ომის მთელი სისასტიკე და მშვიდობის შეუფასებელი ღირებულება. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია საქართველოს მთავრობის უალტერნატივო მშვიდობის კურსი, - განაცხადა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ.

მან ვეტერანის დღის ვეტერანებთან ერთად აღნიშვნისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების 70 ათასამდე ვეტერანისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

„იმ ადამიანებისათვის, ვინც საკუთარი სისხლის, სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავგანწირვის ფასად იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს.

ამიტომ ჩვენ - ვეტერანებს ყველაზე უკეთ მოგვეხსენება და ვიცით ომის მთელი სისასტიკე და მშვიდობის შეუფასებელი ღირებულება. სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებულად დასაფასებელია საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული ერთადერთი უალტერნატივო მშვიდობის კურსი.

თუმცა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვისა და თავდაცვისუნარიანობაზე არ ვზრუნავთ. ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მშვიდობას და ხმამაღლა ვიტყვი - მშვიდობაზე ზრუნვა სწორედაც რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე გადის. მშვიდობის შენარჩუნება გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების წარმოება”, - განაცხადა კობა კობალაძემ.