ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარვყოფ, ამიტომ ამის დეტალურ განხილვაში ვერ შევალ, თუმცა არ გამიკვირდება - ბექა ლილუაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე

ბექა ლილუაშვილი

ქვეყნის სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არიან - სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ისაუბრა ამ თემაზე. მისი თქმით, სპეცდანიშნულების ძალების ნარკოტიკულ თრობაზე მათი ბრუტალობა მეტყველებს.

ეს კომენტარი დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია - პარტიის “გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს ამ საკითხს.

“არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, ამიტომ ამის დეტალურ განხილვაში ვერ შევალ, თუმცა არ გამიკვირდება. საერთოდ შესაძლოა იქ ოფიციალური ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების გარდა, კიდევ სხვა სუბიექტები შეიძლება, მსგავსი თუ არსებობენ, მსგავსი ქმედებების ან ნივთიერების ქვეშ იყვნენ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არაძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ვგულისხმობ, ვიღაცა დაქირავებულ სუბიექტებს, ჩვენ ეს გვინახავს“, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.