კანის კიბოს 5 ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1729544903
ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ გარეჩარევებს, ასევე ოპოზიციური პარტიების მიღმა მდგარ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ მიღმა მდგარ კონკრეტულ ძალებს, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში წარმოშვან და შექმნან პოლიტიკური კრიზისი, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ წევრმა მიშო ჯავახიშვილმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული კრიტიკული განცხადებების შეფასებისას.
„ეს არის კარგად დაგეგმილი პროცესი, რომელიც რეალურად გულისხმობს პოლიტიკური პროცესის შერყევას ამ ქვეყანაში. გარე ფაქტორები, რომლებიც არსებობს და რომელიც დიდი ხანია მიმართულია იქეთ, რომ სამთავრობო ნაწილს, ქვეყანას მიადგეს ზიანი და ყველა ეძებს კონკრეტულ ნაბიჯებს, სად რა წერტილში შეიძლება მიადგეს სახელმწიფოს ზიანი. ეს მიმართულება გრძელდება. ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ გარეჩარევებს, ასევე ოპოზიციური პარტიების მიღმა მდგარ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ მიღმა მდგარ კონკრეტულ ძალებს, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში წარმოშვან და შექმნან პოლიტიკური კრიზისი. ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.